მედია ანონსი
7 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ეკა ფოცხვერია
პიარ მენეჯერი «ტენტორიუმი»
ტელ: 2 37 1719, მობ: 574 61 77 44
ელ.ფოსტა: info@tentorium.ge
ვებ: tentorium.ge
ტენტორიუმი ზრუნავს მომხმარებლებზე
2012 წლის 13 მაისს კომპანია „ტენტორიუმი" ერთგულ მომხმარებლებს ოპერისა და ბალეტის სპექტაკლ ,,დონ კიხოტზე" დასასწრებ ბილეთებს აჩუქებს. აქციის მიზანი მომხმარებლების კულტურულ ცხოვრებაზე ზრუნვაა.
„ტენტორიუმის" დირექტორის ლიკა ქვაჩახიას განცხადებით: ,,კომპანია ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლებზე და ხშირად სთავაზობს წამახალისებელ აქციებს და ღონისძიებებს, ტენტორიუმის პროდუქცია ხომ ნატურალური ფუტკრის პროდუქტებიდან მზადდება. ჩვენ გვინდა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა ჩვენი მომხმარებლების კულტურულ ცხოვრებაზეც ვიზრუნოთ, რადგან ოპერისა და ბალეტის თეატრი თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრია უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე".
#
"ტენტორიუმი" წარმოადგენს მსოფლიო ბრენდს ქართულ ბაზარზე - დღესდღეობით კომპანიას 1000-ზე მეტისერვის-ცენტრი აქვს, იგი 24 წელია წარმოდგენილია ევროპის ბაზარზე (გერმანია,სერბეთი, იტალია, მაკედონია და. ა შ )ტენტორიუმი მსოფლიოში ყველაზე დიდ ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელ სამრეწველოკვლევით ჰოლდინგსწარმოადგენს. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი, რომელიცმელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს.
„ტენტორიუმი" მომხარებელს პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს ჯანმრთელობის, ენერგიისა დასილამაზის ხაზის მიხედვით: დრაჟეები, კრემ-მალამოები, შემავსებელი ბალზამები, თაფლები, თმისა და სახის მოვლისსაშუალებები, კოსმეტიკა, საბავშვო სერია, პირის ღრუს მოვლა და ა.შ.