ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტერმინალური სტადია და მოვლა - საერთაშორისო სემინარი საქართველოში 7 დეკემბერს გაიხსნება
06/12/2010


მედია ანონსი

6 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
მობ: +995 95 221 999;
ელ-ფოსტა: Anuka@osgf.ge
www.osgf.ge 

ტერმინალური სტადია და მოვლა - საერთაშორისო სემინარი საქართველოში 7 დეკემბერს გაიხსნება

[PUBLICITY.GE] თბილისი,6 დეკემბერი, 2010 წელი - 7 დეკემბერს, 10:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკონფერენციო ცენტრში (ზანდუკელის ქ. 16)  საერთაშორისო ტრეინინგი-  "ტერმინალური სტადია და მოვლა" გაიხსნება.  სემინარი  ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის  ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება.
 
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ექთნები და მომვლელები საქართველოში არსებული ჰოსპისებიდან, შინ მოვლის სამსახურებიდან, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის სამსახურიდან, რომელიც წარმოადგენს თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას.
 
ღონისძიებას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის  ქეთი ხუციშვილი გახსნიან. სემინარს გაუძღვებიან ჰარვარდისა და დიუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
 
ტრეინინგი მიზანია მოწვეული ამერიკელი ტრენერების დახმარებით ექთნებისა და მომვლელების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ხელი შეუწყონ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ავადმყოფობის უმძიმეს ეტაპზე, ე.წ. ტერმინალურ სტადიაზე.
 
დღეისათვის არსებობს მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებები ტკივილის მართვისათვის, ასევე იმ სხვა მრავალი მიზეზის მოხსნისათვის, რომლებიც ტანჯვას აყენებენ არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, არამედ ისეთი ქრონიკული სენით შეპყრობილ და დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ ადამიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, შიდსი და სხვა. ამ პრობლემის წინაშე დგანან ხანში შესული  ადამიანები და ბავშვები.
 
თსუ აქტიურად მონაწილეობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საექთნო კურიკულუმის დანერგვასა და განხორციელებაში, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პალიატიური მზრუნველობა და მისი სწავლება.
 
ამდენად, აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაღრმავებაში.
 
დამატებითი ინფორმაცია პალიატიური მზრუნველობის შესახებ:
პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი,  ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები... ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია. საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება.
 
პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ".
 
###

მის: ზანდუკელის ქ. 16, საკონფერენციო ცენტრი.
 
 
 

წაკითხულია: 3134