ა ნ ო ნ ს ი
26 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ასათიანი
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
კომუნიკაციების მენეჯერი
032 2 93 13 35 / 599 13 06 07
comm@gaccgeorgia.org www.gaccgeorgia.org
Facebook - Georgian Arts&Culture Center, South Caucasus Heritage Crafts
7 ნ. ნიკოლაძის ქუჩა, თბილისი
ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის
შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში
პროექტის პრეზენტაცია
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათზე პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აწყობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეგიონალური პროექტის "შემოქმედებითი ინდუსტრიები - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" საანგარიშო წარდგენას, კერძოდ:
• ტრადიციული რეწვა საქართველოში - სექტორის კომპლექსური კვლევა და განვითარების სტრატეგია.
• სამხრეთ კავკასიის ტრადიციული რეწვის ვებ-გვერდის პრეზენტაცია www.southcaucasuscrafts.ge
• გზამკვლევის "ტრადიციული რეწვის სახელოსნოები საქართველოში" პრეზენტაცია
• "კულტურა ეკონონმიკური განვითარებისთვის" საერთაშორისო კონფერენციის (26-28 სექტემბერი, 2013 თბილისი) მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია.
შეხვედრას გახსნის
ოლივერ რაიზნერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების კოორდინატორი,
მაკა დვალიშვილი, პროექტის დირექტორი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი
პრეზენტაციას დაესწრებიან კულტურის და ეკონომიკის დარგის წამყვანი სპეციალისტები, ხალხური რეწვის ოსტატები