ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ტრენინგების პროგრამა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში
23/04/2013

მედია ანონსი

23 მარტი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 24
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

ტრენინგების პროგრამა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში 

ხვალ, 24 აპრილს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროში (მის: გულუას 6) ჩატარდება გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა ნიდერლანდების გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლებთან.

ჰოლანდიელი სპეციალისტები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგების პროგრამაზე "train the trainer" იმუშავებენ. უკვე დაკომპლექტდა ძირითადი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გარემოსდაცვითი ინსპექტორები, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტისა და მომავალი გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლები. ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ოთხ ეტაპად, ხოლო ფინალურ ეტაპზე დაგეგმილია ვიზიტი ჰოლანდიაში.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის შექმნა და თანამშრომელთათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება.

 

წაკითხულია: 1255