ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
უპრეცენდენტო ინვესტიცია საქართველოს კერძო საგანმანათლებლო სისტემაში
02/12/2010


მედია ანონსი

2 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნატა ასათიანი
+99599 29 00 99

უპრეცენდენტო ინვესტიცია საქართველოს კერძო საგანმანათლებლო სისტემაში

[PUBLICITY.GE] თბილისი,  2 დეკემბერი, 2010 წელი - 3 დეკემბერი, 15:00 – 17:00, სასტუმრო “თბილისი მეროტში” საქართველოს უნივერსიტეტი და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ.

“საქართველოს უნივერსიტეტმა” აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციისგან (OPIC) საქართველოს კერძო საგანმანათლებლო სისტემაში უპრეცენდენტო საინვესტიციო თანხა მიიღო.

საქართველოს უნივერსიტეტი მოზიდული თანხის მომხმარებას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის და აკადემიური პროგრამების განვითარებისთვის გეგმავს.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მანანა სანაძის განცხადებით “OPIC-ს ინვესტიციის განსახორციელებლად ძალიან მკაცრი კრიტერიუმები და მოთხოვნები ჰქონდა უნივერსიტეტის მიმართ. მიხარია, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტია და ამით შეძლო ზემოაღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა.”

წაკითხულია: 2700