ურბანული კატასტროფების რისკის შემცირება: ქალაქების მდგრადობის გაზრდა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში
მედია ანონსი
ურბანული კატასტროფების რისკის შემცირება:
ქალაქების მდგრადობის გაზრდა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში
რეგიონული სემინარი - მდგრადი ქალაქების გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში
თბილისი, საქართველო, 11 ნოემბერი 2015
სტეფანავანი, სომხეთ, 12 ნოემბერი 2015
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) ორგანიზებით, 11 და 12 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთში ჩატარდება რეგიონული სემინარი, რომლის მიზანია კატასტროფებისადმი მდგრადი ქალაქების პროექტის გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში.
12 ნოემბერს ასევე გაიხსნება მდგრადი ქალაქების რეგიონული საინფორმაციო კამპანია, რომელსაც გაეროს კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტო (UNISDR) დაიწყებს სტეფანავანში (სომხეთი), როგორც კატასტროფათა რისკის შემცირების საპილოტე ქალაქში.
სემინარი, რომელიც ჩატარდება 11 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში, შეაჯამებს მდგრადი ქალაქების პროექტის შედეგებს სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. პროექტი ხორციელდება ჰიოგოს 2010-2015 წლების ჩარჩო გეგმის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ შეთანხმებას კატასტროფათა რისკის შემცირების შესახებ.
მდგრადი ქალაქების პროექტი დაიწყო 2014 წელს და დასრულდება 2015 წლის ბოლოს. პროექტი ხორციელდება ევროპული კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური ხელშეწყობით.
ჟურნალისტებს ვიწვევთ სემინარის გახსნაზე დასასწრებად:
ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „ბეთსი" (მაყაშვილის ქ. 32-34, თბილისი)
გამომსვლელები:
• დავით ნარმანია, ქალაქ თბილისის მერი
• გიგლა აგულაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
• ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
• ნოდარ ნადირაშვილი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე
• ქეთევან ლომსაძე, ევროპული კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) წარმომადგენელი
• გერმან ველასკესი, გაეროს კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) წარმომადგენელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
აბდურაჰიმ მუჰიდოვი, UNISDR, muhidov@un.org, +77272582643
ჯონათან ფაულერი, UNIDSR, fowlerj@un.org, +41766910314