რატომ?: კონფერენცია გახსნის დისკუსიას სახელმწიფოსგან წლების მანძილზე არასათანადოდ უზრუნველყოფილ საკითხზე- უსახკლარობაზე. ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა აქტორების ერთ სივრცეში შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს არსებული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა, უსახლკარობა უფლებრივ (მოწყვლადობის) ჭრილში იქნას დანახული და წარმოჩნდეს ის ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას დღეს უსახლკარობის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში.
მნიშვნელოვანია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს. კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევები და ნაშრომები და უსახლკარობის საერთაშორისო სტანდარტების საწყის ეტაპზე გაცნობა, მხარს დაუჭერს ამ პროცესს, რათა სამინისტრომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებული საბინაო პოლიტიკის გეგმა შემოგვთავაზოს.
საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა.
კონფერენციას გახსნის ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი. მომხსენებლები არიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ანა ფირცხალაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თეა გვარამაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმომადგენელი კოტე ერისთავი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, ჯონდო არაბიძე, ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ლომინაძ და ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფიო მიქელაძე, „ურბან რეაქტორის“ წარმომადგენელი და მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი.
კვლევები ამ თემაზე:
1) უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი: https://emc.org.ge/ka/products/ufleba-satanado-satskhovrebelze-dziritadi-gamotsvevebis-analizi
2) უსახლკარობა- სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი: https://emc.org.ge/ka/products/kvleva-usakhlkaroba-sakhelmtsifo-politikis-analizi
3) საბინაო პოლიტიკა საქართველოში: http://urbanreactor.blogspot.com/2018/12/housing-policy-in-georgia.html
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ღია საზოგადოების ფონდი, 595 221 999, Anuka@osgf.ge, www.osgf.ge