ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
უცხო მზის ქვეშ
16/02/2022

მიგრანტი პედაგოგების ისტორია



თურქი პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საქართველოში აქტიური ჩამოსვლა გასული საუკუნის ბოლოდან იჩენს თავს, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი ტიპის თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაც სწორედ მაშინ იხსნება და საქართველოში დემირელის კერძო კოლეჯი იწყებს ფუნქციონირებას. კოლეჯს ნელ-ნელა სხვა დაწესებულებებიც ემატება, სადაც ქართველ პედაგოგებთან ერთად თურქი მასწავლებლებიც ასწავლიან. საგანმანათლებლო მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა ორ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. მანამ, სანამ თურქეთში შიდა კონფლიქტი და ე.წ. გიულენის მიმდევრების შევიწროება არ იწყება . (ფეთჰულა გიულენის სახელთან ასოცირდებოდა  მაშინდელი ახალი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქევყნებში). უკვე ამ პერიოდიდან მოყოლებული თურქეთში იწყება სამეცნიერო წრეებში მოღვაწე ე.წ გიულენისტების დევნა და მათი სამსახურებიდან დათხოვნა.


საქართველოში თურქულ სკოლებზე ზეწოლის პირველი მცდელობა უკვე 2015 წლის ბოლოდან ხდება თვალშისაცემი. ამას ემატება თურქეთში ე.წ. გადატრიალების მცდელობა, რომლის შედეგადაც თავად ქვეყანაში იწყება მასიური დაპატიმრებები და სადამსჯელო ღონისძიებები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იხურება სკოლები, სხვადასხვა მეთოდებით მიმდინარეობს მასწავლებლების დაკავება და მათი გატაცებაც კი. ამ სიტუაციის პარალელურად, ინტელიგენციის ერთი ნაწილი თურქეთიდან ევროპაში მიდის ლტოლვილის სტატუსის საძიებლად. დარჩენილთა დიდი ნაწილი კი ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. შევიწროების პროცესი აქტიურდება საქართველოშიც. სხვადასხვა გამოწვევების  შედეგად  ნელ-ნელა იხურება სკოლები ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში.  ბათუმის სკოლას თურქეთის საკონსულო ტერორისტების გამზრდელ კერადაც კი მოიხსენიებს. საპროტესტო აქციების ფონზე სასკოლო პროცესი რამოდენიმე სკოლაში მაინც წყდება და ქართველი და თურქი მასწავლებლები სამსახურის გარეშე რჩებიან. ასევე აქტიურდება ქვეყნიდან თურქეთში წასული  ე.წ გიულენისტების დაპატიმრება და დევნა.


საქართველოდან თურქი პედაგოგების მასიური მიგრაცია ევროპასა და ამერიკაში უკვე 2017 წლიდან იწყება. მას შემდეგ, რაც აპატიმრებენ სკოლების ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს - პედაგოგს, რომლის ექსტრადირებისაც თურქეთი საქართველოსგან მოითხოვს. 6-თვიანი სასამართლო პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. თუმცა, ამავდროულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კვლავ გრძელდება თურქეთის მთავრობის მოთხოვნა პედაგოგების ექსტრადირებისა და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით. 2018 წლის თებერვალში სასამართლოს დარბაზიდან განთავისუფლებული ჩაბუქი და მისი ოჯახი გაეროს ლტოლვილთა ფონდის დახმარებით თავშესაფარს სხვა ქვეყანაში პოულობს. საქართველოში დარჩენილი ათობით პედაგოგის ოჯახი კი ცდილობს, საქართველოს გარეთ მოძებნოს თავშესაფარი, რადგან საქართველოში სტატუსის მიღების მრავალი მცდელობა წარუმატებლად მთავრდება. ამას ემატება ისიც, რომ მათ პასპორტებს ვადა გასდის და ევროპაში მოხვედრის ერთ-ერთი გზა კვლავ თურქეთში წასვლა და იქ დოკუმენტების წესრიგში მოყვანაა. თუმცა თურქეთში დაბრუნების სურვილი თითქმის არავის აქვს, რადგან გადატრიალების შემდეგ მასწავლებლების უმეტესობაზე ძებნა და დევნაა გამოცხადებული. თავის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ პედაგოგებმა ცხოვრება შედარებით მშვიდად გააგრძელონ, მეორე ქვეყნიდანაც წასვლა და ევროპაში თავშესაფრის ძიებაა.


2018 წლის შემდეგ საქართველოში სულ 30 პედაგოგი აგრძელებს ცხოვრებას. მათი ნაწილი კვლავ ცდილობს ქვეყნის დატოვებას, რადგან დღემდე არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ საქართველოში შეძლონ ყოფნა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 6 მოქმედი სკოლიდან და ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც წლების წინ სწორედ ერთი ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა, მხოლოდ სამი სკოლა და აკრედიტაცია აღდგენილი უნივერსიტეტიღა შემორჩა. ფაქტობრივად, მასწავლებლებს არც სამუშაო ადგილი აქვთ და არც მოტივაცია, რათა საქართველოში დარჩნენ. იმის შიში კი, რომ შესაძლოა თურქეთის მთავრობამ მათი დაპატიმრება მოითხოვოს, ჯერ კიდევ რეალურია.


უკვე რამოდენიმე წელიწადია ევროპარლამენტში მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურ შემთხვევებს განიხილავს, თუ რა სიტუაციაში არიან ამჟამად თურქი განმანათლებლები. კომისიაში ყველაზე აქტიური ისევ გერმანელი დეპუტატები არიან, რომლებიც მუშაობენ გერმანიაში მცხოვრებ ე.წ. გიულენისტ მასწავლებლებზე. სწორედ ამ ქვეყნის ლიბერალური პოლიტიკა და კეთილდამოკიდებულება გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოდან წასული პედაგოგების დიდი ნაწილი სწორედ გერმანიაში ცხოვრობს. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მასწავლებლები დღესაც აწყდებიან, ისაა, რომ საკუთარი პროფესიით ვერ ახერხებენ დასაქმებას. ამის მიზეზი ხშირად ენობრივი ბარიერიცაა, თუმცა მათთვის ყველაზე რთული ეტაპია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ადგილობრივ თემთან ადაპტირებას, რადგან თითოეულ დევნილს გიულენისტობის სტატუსი საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება. რის გამოც, მათი თქმით, თავს დემოტივირებულად და მარტო გრძნობენ. ,,ჩვენ მთელი ცხოვრება მოსწავლეების აღზრდასა და ზრუნვას შევალიეთ, მაგრამ ახლა ვერც აქ ვახერხებთ ჩვენი პროფესიით მუშაობას და სამშობლოშიც ალბათ ვერასდროს ჩავალთ. მხოლოდ დაპატიმრება კი არაა პრობლემა, ჩვენი დაბრუნებით ახლობლებსაც ვუქმნით სირთულეს. რამდენი ჩვენიანი მოხვდა ციხეში და უკან აღარც გამოსულა. მხოლოდ იმიტომ, რომ ან ჩვენი ძმა იყო, ან მეუღლე, ან თანამოაზრე.  ეს კი მხოლოდ მასწავლებლებს არ ეხება. თითქმის მთელი ინტელიგენცია ემიგრირებულია. ყველას ეშინია, თუ რა მოხდება უკან რომ დაბრუნდნენ. მუსტაფა ჩაბუქის შემთხვევა კი ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მე თავად ვარ მომსწრე, როგორი შიშისმომგვრელი მუქარები მოდიოდა ჩაბუქის მეუღლესთან. როდესაც მე და ჩემი მეგობარი სასამართლოსთვის ამ შეტყობინებებს ვთარგმნიდით და ასევე, თურქეთის ციხეში მომხდარ ფაქტების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებდით, თარჯიმანი გოგონა ცუდად გახდა. ეს კი მაშინ, როდესაც საქმეს ასე შორს ვეცნობოდით. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გვეშინია ჩვენი შვილებისა და მშობლების გამო. ამიტომ უარი ვთქვით ნამდვილ სამშობლოზე. დავტოვეთ ჩვენთვის საყვარელი ქვეყანა - საქართველო, სადაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და დღეს მესამე ქვეყანაში მხოლოდ გადარჩენას ვცდილობთ“ - ამბობს საქართველოდან წასული ერთ-ერთი დევნილი პედაგოგი, რომელიც დღეს ევროპის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს.







მათემატიკის მასწავლებელი ჰალილი კი საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, როდესაც მისი სახლის ფანჯრები ჩალეწეს და შეტყობინება გადასცეს, რომ შვილსაც მოსტაცებდნენ თუ არ შეწყვეტდა ე.წ. გიულენისტობას. ,,მაშინ ვარკეთილში ვცხოვრობდით და საერთაშორისო სკოლაში ვასწავლიდი. შემეშინდა, როდესაც ორი მამაკაცი მოვიდა და მუქარა დამიწყო, რომ შემეწყვიტა მასწავლებლობა. მაშინ არც სკოლები იყო დახურული და მუშაობა შემეძლო, მაგრამ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში ზეწოლას უკვე ვგრძნობდით. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მოვკიდე ჩემს პატარა შვილს ხელი და მეუღლესთან ერთად გერმანიაში ჩამოვედი. ახლა აქ მშვიდად ვარ, თუმცა აქტიურ ცხოვრებას მაინც ვერიდები. სკოლა, კლასი და მასწავლებლობა ყველაზე მეტად მენატრება. იქნებ, ოდესმე მეც დავბრუნდე სამშობლოში, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ აქ ჩემს შვილს უკეთესი მომავალი ექნება და ვინ იცის, იქნებ, ოდესმე მეც დავუბრუნდე მოსწავლეების აღზრდას“.


ჰალილისა და აჰმედის მსგავსი ისტორიები ბევრია. სწორედ ამავე მიზეზით გერმანიაში აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან დევნილი არაერთი ოჯახი იმყოფება, რომლებსაც ჯერ კიდევ ეშინიათ წარსულზე საუბრის. ყოფილი მასწავლებლები სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად,  აგრძელებენ უკვე დევნილის სტატუსით  ცხოვრებას; მუშაობენ, ეგუებიან ახალ რეალობას და რაც მთავარია, იციან, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ არიან.  თუმცა უცხო მზის ქვეშ კი უფრო მძაფრადაც განიცდიან ახლობლების მონატრებას, პროფესიის სიყვარულს და იმას თუ რას ნიშნავს გქონდეს სამშობლო და გერქვას დევნილი.


ცნობისთვის, 2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭალტოლვილის სტატუსი ამ პერიოდში 14-მა ადამიანმა მიიღო.  მათ შორის არიან ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები. ამავე პერიოდში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის 114 მოქალაქეს (თურქეთი - 13, ეგვიპტე - 11, პაკისტანი - 11 და ა.შ.).


2018 წლის მონაცემებით, თურქეთის 3 მოქალაქე ფლობდა საერთაშორისო დაცვის სტატუსს, ხოლო ამჟამად - მხოლოდ 1 პირი. რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის (თავშესაფრის) მოთხოვნას საქართველოში, 2015 წელს მხოლოდ თურქეთის 34 მოქალაქე ითხოვდა საერთაშორისო დაცვას საქართველოში, ხოლო 2021 წლის მონაცემებით, 100 პირზე მეტი თავშესაფრის მაძიებელია დაფიქსირებული.დღეს საქართველოში, 150 თურქი პედაგოგიდან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, მხოლოდ 30-მდე მასწავლებელი აგრძელებს საქმიანობას.


 ემ ეტაპზე საქართველოში თავშესაფარი არცერთ პედაგოგს არ მიუღია.




მასალა მომზადებულია ბერლინის ჟურნალისტიკის სკოლის პროექტის ფარგლებში

წაკითხულია: 4651
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge