ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფისკალური პოლიტიკის მდგრაგობის ანალიზი
06/02/2014
პრესრელიზი

6 თებერვალი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

ფისკალური პოლიტიკის მდგრაგობის ანალიზი

ხუთშაბათს, 6 თებერვალს, 13:30 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში„ „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის" მიმდინარე კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართება, თემაზე: „საქართველოს საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის ანალიზი". ღონისძიება ტარდება პროგრამა G-PAC-ის მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

საჯარო დისკუსიის მიზანია 2013 წლის ფისკალურ შედეგების მიმოხილვა და არსებული რისკების იდენტიფიცირება. კერძოდ, განხილული იქნება 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლეი, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და 2014-17 წლების ბიუჯეტის დაგეგმილი და საპროგნოზო პარამეტრები, დღეისათვის საქართველოს ფისკალური მდგრადობის წინაშე არსებულიდა შესაძლო გამოწვევები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მედიის, დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური წრეების წარმომდაგენლები.

წაკითხულია: 2168