25 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გვანცა ასათიანი
კომუნიკაციების სპეციალისტი
2 231977
ფორუმი: ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შეფასება და რეკომენდაციები
2012 წლის 26 ნოემბერს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ერთობლივად მართვენ სადისკუსო ფორუმს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2012-2015) განხორციელების პირველ წელს მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
ფორუმზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა მიმდინარე წელს ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამთავრობო დაწესებულებების მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული ღონისძიებების მიმოხილვას. დამსწრე საზოგადოებას ფორუმი შესთავაზებს პლატფორმას დისკუსიისათვის თუ როგორ მოხდეს მშვიდობის მშენებლობაში და სახალხო დიპლომატიში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი წარმომადგენლობის გაზრდა. ფორუმი შეეცდება ხელი შეუწყოს ძველსა და ახალ მთავრობას შორის ინფორმაციისა და მიღწეული შედეგების გაზიარებას.
ფორუმი გაიხსნება გაეროს მუდმივი კოორდინატორის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის და რეინტეგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე პასუხისმგებელი ორი ახლად დანიშნული მინისტრის მისასალმებელი სიტყვით.
ფორუმზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგენს განახლებულ ინფორმაციას ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შესახებ. ქალთა საინფორმაციო ცენტრი გააკეთებს პრეზენტაციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩათულობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ისაუბრებს კონფლიქტის გავლენაზე ქალებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. ინფორმაციას სპეციალური საჭიროებების შესახებ და რეკომენდაციებს ხელისუგლებას ასევე წარუდგენენ ქალბატონები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან.
ფორუმის დასრულებისას კი მოხდება ინიციატივის «ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის» ვებგვერდის women-peace.net პრეზენტაცია.
საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების 70-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ფორუმში.
ღონისძიება ეწყობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" ფარგლებში.
ღონისძიება იმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მელნიკევიჩის ნამუშევრები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სოფლებში მცხოვრები ქალების ცხოვრებას ასახავს.
ფორუმი გაიმართება ქორთიარდ მარიოტში 10:00 დან 16:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: გიორგი კუპატაძეს giorgi@iwpr.net, +995322990101 ან გვანცა ასათიანს gvantsa.asatiani@unwomen.org, +995599517371.
WPR-ის შესახებ
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს (www.iwpr.net).
UN Women-ის შესახებ
UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ http://www.unwomen.org/.