17/09/2010![]()
მედია ანონსი
17 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დოდო ჭუმბურიძე
(995 32) 92 28 39, (995 32) 99 04 43,
(995 32) 93 64 75
(995 32) 92 24 61
pr@economists.ge
www.economists.ge
ფოტო-გამოფენა ”ერთად ჩვენ შევძლებთ”
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 სექტემბერი, 2010 - 24-25 სექტემბერს, 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით პროექტის ”ერთად ჩვენ შევძლებთ” ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, ”ქარვასლაში” (მისამართი: სიონის ქუჩა #8), გაიმართება ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას გააცნობენ. მათი უმრავლესობა ამჟამად მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ცხოვრობს.
ღონისძიების მიზანია დევნილთა ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
გამოფენაზე ასევე ჩატარდება ფოტოკონკურსში - "ერთად ჩვენ შევძლებთ” გამარჯვებულთა დაჯილდოვება და დევნილთა ლექსებისა და ჩანახატების კრებულის პრეზენტაცია.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია პროექტს `ერთად ჩვენ შევძლებთ~ ახორციელებს პარტნიორებთან ერთად: ”ოქსფამ დიდი ბრიტანეთი”, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და `ველფეარ ფაუნდეიშენი”. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები: სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიის, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.
შემოგვიერთდით, ”ერთად ჩვენ შევძლებთ”...