ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფოტოგამოფენა - გვსურს მხოლოდ მშვიდობა!
24/03/2009


ფოტოგამოფენა - გვსურს მხოლოდ მშვიდობა!

"მე გადავიღე დანგრეული და დამწვარი სახლები, მათ დანახვაზე სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. ჩემი სახლიც დაიწვა სოფელ ერგნეთში და ძალიან მტკივა გული. ვდარდობ, რომ ვერ ვბრუნდები ჩემს სოფელში, სადაც ჩემმა ბავშვობამ გაიარა და ჩემს სახლთან ერთად დაიწვა. იმ სახლში ბევრი მოგონება და ბევრი საყვარელი სათამაშო დამრჩა." - 13 წლის ლიკა კასრაძე ერგნეთიდან
 

   
ვინ:  გაეროს ბავშვთა ფონდი

როდის:  26 მარტი 2009 წელი,  15:00 საათი
 
სად: კინოთეატრი "ამირანი". კოსტავას ქ. 36
 
რა:  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების მიერ გადაღებული აგვისტოს ომის შედეგების ამსახველი ფოტოების გამოფენა.

რატომ:  2008 წლის ოქტომბერში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალაქ გორში იუნისეფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკის"  ორგანიზებით გაიმართა ხუთდღიანი ფოტო-სემინარი, რომელშიც 10-17 წლის ასაკის 22 ბავშვი მონაწილეობდა. სემინარს უძღვებოდა იუნისეფის ფოტოგრაფი ჯაკომო პიროცი.

სემინარში მონაწილეობდნენ ბავშვები გორიდან და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახლომდებარე სოფლებიდან. ზოგიერთი ბავშვი თავად იყო დევნილი, რადგან მათი სახლები დაიწვა ან დაინგრა, ხოლო ზოგმა დაკარგა ახლო ნათესავი საომარი მოქმედებების შედეგად. სემინარი მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის ფოტოგრაფიის ძირითადი უნარ-ჩვევების გაცნობას.

პირველი ორი დღის განმავლობაში ბავშვებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის საფუძვლები და იუნისეფისაგან საჩუქრად მიიღეს ციფრული ფოტოაპარატები. მესამე დღეს ბავშვები თავად გავიდნენ ფოტოების გადასაღებად. მათ მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრები, სკოლები და სოფლები, რომლებიც  ძლიერ დაზარალდნენ საომარი მოქმედებების შედეგად. 

ფოტოგამოფენის ორგანიზება სწორედ აღნიშნული ფოტო-სემინარის შედეგად გახდა შესაძლებელი.

###
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ქურციკიძე
გაეროს ბავშვთა ფონდის
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 23 23 88, 25 11 30
მობ: 899 53 30 71
ფაქსი: 25 12 36
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia
 
წაკითხულია: 7571