ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში
27/02/2015

მედია ანონსი


27 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში

 

სიცივეების დადგომასთან ერთად ფრინველების, რომლებიც სამხრეთით მიფრინავენ და გაზაფხულამდე არ ბრუნდებიან, ბევრ ჩვენგანს შურს. ვიდრე ჩვენ სუსხს ვებრძვით, ისინი ზღვის სანაპიროებსა და ტროპიკულ ტყეებში ნებივრობენ.

თუმცა, მათ შვებულებასაც აქვს თავისი პრობლემები, ჯერ ერთი უამრავი დრო უნდა იქამდე ჩასვლას, მეორეც გზაში შეიძლება მტაცებელი ფრინველების მსხვერპლები გახდნენ და არც ადგილზე ჩასულებს ხვდებათ მაინც და მაინც კარგი ორნითო-კრიმინალური გარემო.

ვიდრე გადამფრენი ფრინველები თავს გვაჩვენებენ და გვატყუებენ, რომ თავიანთი მოგზაურობით ძალიან ბედნიერები არიან, ტურისტული კომპანია Hello Georgia მომხმარებელს, ზამთრის პერიოდში, თბილ ქვეყნებში სამოგზაურო პაკეტებს სთავაზობს. უსაფრთხო, იაფი და მრავალფეროვანი ტურები საუკეთესო კურორტებზე.

იმისათვის, რომ გამოზამთრების ყველა მსურველისთვის ხმა მიგვეწვდინა და თანაც გადამფრენი ჩიტებისთვისაც შეგვეხარბებინა კაცობრიობის ეს მიღწევა, გადავწყვიტეთ ფრინველთა სამყაროს ჩაგრული წევრები ჩაგვერთო პრომო კამპანიაში.
Saatchi & Saatchi Tbilisi-მ სპეციალურად ამ პრომო კამპანიისთვის დაიქირავა რამდენიმე მტრედი, რომელთაც დაევალათ ხალხმრავალ ადგილებში სეირნობა, ფრენა და პრომო კაპმანიის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელება. ვინაიდან და რადნაგანაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა მათ საფოსტო კურიერების ფუნქცია ჩამოართვა და მტრედთა საზოგადოება ათწლეულებია უმუშევრად არიან, ისინი სიხარულით დათანხმდნენ ჩვენს შემოთავაზებას, შეიბეს სპეციალურად დამზადებული პრომო-უსტარები და მოედნენ მთელს ქალაქს.

 

წაკითხულია: 5911