ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქალები ადგილობრივი დემოკრატიისათვის
10/10/2007
           
                              

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

 

"ქალები ადგილობრივი დემოკრატიისათვის"

15 ოქტომბერს, 15:00 აათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (მისამართი: თავისუფლების მოედანი # 4) გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის  "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივითა და მხარდაჭერით, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის* ფარგლებში გაიმართება  მრგვალი მაგიდა თემაზე "ქალები ადგილობრივი დემოკრატიისათვის".

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  წევრი ქალები, თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები.

მრგვალი მაგიდის მიზანია იმ ბარიერებისა და პრობლემების იდენტიფიკაცია და ანალიზი,  რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივ დონეზე ქალების აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობას და შესაბამისად, ადგილობრივი დემოკრატიის პარიტეტულობას.

მრგვალი მაგიდის ამოცანებია:

  • ქალთა პოლიტიკური აქტიურობისა და თვითმმართველობის ორგანოებში მათი წარმომადგენლობის გაზრდისაკენ მიმართული პოლიტიკისა და ღონისძიებების განხილვა
  • იმ წინააღმდეგობებისა და პრობლემების განხილვა და განსაზღვრა, რომლებიც აფერხებს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას ადგილობრივ დონეზე

* ევროპის ადგილობრივ დემოკრატიის კვირეული ტარდება ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოში ევროპის საბჭოს ინიციატივით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მონაწილეობის იდეის პოპულარიზებას. კვირეული დაფუძნდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრაზე. კვირეული სახელმწიფოების დონეზე იკრებს სხვადასხვა პარტნიორებს და მათთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.

###

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მრგვალი მაგიდა თემაზე "ქალები ადგილობრივი დემოკრატიისათვის" დაუკავშირდით თამარ ბაგრატიას:

ტელ: 923662
მობილური: 895 565553
ელ.ფოსტა: tamar.bagratia@undp.org.ge

წაკითხულია: 8408