25/05/2010
მედია ანონსი
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტი პრესკონფერენციას მართავს
27 მაისს, 13:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაში, გაიმართება ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის პრესკონფერენცია, რომელიც განიხილავს ქალთა წარმომადგენლობების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და პოლიტიკური პარტიების პროგრამებს გენდერული თვალსაზრისით .
პრესკონფერენციაზე გაკეთდება განცხადება საქართველოში მუდმივმომქმედი ქალთა კომიტეტის დაფუძნების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა წინსვლის მხარდაჭერას პოლიტიკურ ასპარეზზე.
ქალთა კომიტეტი იმუშავებს საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიმართულებით და იქნება ქალთა მოძრაობის მაკოორდინირებელი სუბიექტი.
კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგიონებისა და სხვადახვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალი პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა ჩართვაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
###
საკონტაქტო პირები:
ლიკა ნადარაია, 899512514;
ნატო გუბელაძე, 899107794;
მარინა მესხი, 893741397;
ტელ: 25-30-31; 25-08-36
მისამართი: თბილისი , მაჩაბელის #11