20/10/2008
ანონსი მედიისთვის
20 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ქალთა ლიდერობა და მათი მონაწილეობა პოლიტიკაში აღმოსავლეთ
ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში
თბილისი, 2008 წლის 22 ოქტომბერი, 11:00 საათი - თბილისი, სასტუმრო „თბილისი - მარიოტი" (რუსთაველის №13) უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას თემაზე „ქალთა ლიდერობა და მათი მონაწილეობა პოლიტიკაში აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში". ამავე შეხვედრაზე, პირველად მოხდება კვლევა „გენდერი და საზოგადოებას" პრეზენტაცია.
მრგვალი მაგიდის მუშაობას გახნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილიმ, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ბ-ნ პიტერ რუზველტი.
მრგვალი მაგიდის მიზანია ერთად შეკრიბოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითთმართველობის, აკადემიური წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განიხილონ დღეს არსებული გენდერული თანასწორობის პრობლემები, კერძოდ კი ქალების ნაკლები მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის" თანახმად, უზრუვნელყოფილი უნდა იყოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა სახის რესურსებისადმი. ამ მიზნების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება შეუძლებელია ადექვატური პროგრამების და ძალისხმევის გარეშე.
„2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების გენდერულმა ანალიზმა" აჩვენა თუ რას ფიქრობს მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს უმთავრესი ფუნქციების შესახებ და რა პრობლემების მოგვარებას ელის პარლამენტისაგან; რას ფიქრობს საზოგადოება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისა და მათი პოლიტიკაში დაწინაურების გზების შესახებ და როგორია მოსახლეობის ელექტორალური ქცევის გენდერული თავისებურებები.
ამავე შეხვედრაზე მოხდება კვლევის - „გენდერი და საზოგადოება" პრეზენტაცია. კვლევამ გამოავლინა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ საკითხებისადმი არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. გამოკვლევა მოიცავდა 1139 ადამიანის გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სიღრმისეულ ინტერვიუებს 47 ექსპერტთან, პოლიტიკურ ლიდერეთან და განათლების სფეროს წარმომადგენეთან, 9 დისკუსიას ფოკუს-ჯგუფებში 100 ადამიანის მონაწილეობით - ადგილობრივი თვითმართველობის წევრ ქალებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან, თბილისისა და რეგიონების ახალგაზრდობასთან. კვლევა განახორციელა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა.
მრგვალი მაგიდის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.
###
საკონტაქტო პირი:
მედეა ბადაშვილი
ტელ: 899 540450