11/06/2010
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 ივნისი, 2010 - 2010 წლის 12 ივნისს ,14:00 საათზე,ქალაქ რუსთავში გაიმართება ქალთა ჯანმრთელობის აქცია - "ჯანმრთელი ქალები ზეიმობენ".
ღონისძიებაზე მოეწყობა უფასო კონსულტაციები და სხვადასხვა საინფორმაციაო პრეზენტაციები.
ჯანმრთელობის აქციის ორგანიზატორები არიან ადგილობრივი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების და რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ინიციატორები".ღონისძიების მიზანია რუსთავსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალბატონებს მიეწოდონ ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე როგორიცაა: სწორი კვება , მკერდის დაავადებები, გულის დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ასევე მიკრო ფინანსები ბიზნესის დასაწყებად და სხვა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტენდები, ბროშურები და შემეცნებითი მასალები. ჯანმრთელობის ექსპერტები ჩაატარებენ მოკლე სასწავლო პრეზენტაციებს და გაუწევენ კონსულტაციებს დაინტერესებულ ქალბატონებს.
"ეს აქცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალბატონებისათვის რათა გაეცნონ და განიხილონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემები," ამბობს ლიკა უმიკაშვილი, ჯონ სნოუს ინსტიტუტის წარმომადგენელი. მსგავსი ტიპის აქციები საქართველოში იშვიათად ტარდება და ვიმედოვნებთ მომავალში უფრო ხშირად ვიხილავთ მსგავს ღონისძიებებს."
აღნიშნული აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ გამოწვევად ქალბატონებისათვის, რადგან აქცია საშუალებას მისცემს გაეცნონ ისეთ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათთან ან მათ ოჯახებთან. "ეს აქცია არის შესანიშნავი შანსი ადგილობრივი ქალბატონების ინფორმირებულობისათვის და ექსპერტებისგან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პასუხების მისაღებად," ამბობს ია თაბუკაშვილი, "ახალგაზრდა ინიციატორების" დირექტორი.
აქციას მხარს უჭერს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე - "მე კმაყოფილი ვარ, რომ ჯანმრთელობის აქცია უზრუნველყოფს შესაძლებლობას ქალბატონებისთვის მოიძიონ და მიიღონ ინფორმაცია მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე. ჯანმრთელი ქალი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი თემისთვის"
მისამართი:
ქალაქი რუსთავი,
N 20 საჯარო სკოლა
ხალხთა მეგობრობის გამზირი 35ა