ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქალი პოლიტიკაში - პრეზენტაცია და დისკუსია
14/08/2012

მედია ანონსი

14 აგვისტო, 2012 
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლადო მკერვალიშვილი,
IFES-ის გენდერისა და ინფორმირებულობის პროექტის მენეჯერი.
ტელ:  2999309 (ოფისი)
599 567669 (მობ.)
ელ-ფოსტა: vladimermkervalishvili@ifes.ge

ქალი  პოლიტიკაში - პრეზენტაცია და დისკუსია

თბილისი, საქართველო - 2012 წლის 15 აგვისტოს, 11:30 საათზე,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) გამართავს ღონისძიებას, სადაც განიხილავენ, ქალის როგორც პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებას.

ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების გზით, პოლიტიკაში ქალის ჩართულობასთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების და არასწორი შეხედულებების შეცვლას.

ღონიძიებას გახსნიან IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნიშიჩი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სუზან  ქაული და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი.

IFES-ი წარმოადგენს რვა ფოკუსჯგუფის კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება ქალის, როგორც პოლიტიკური კანდიდატის და არჩეული თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების განწყობებს და შეხედულებებს. ფოკუსჯგუფების კვლევა ჩატარდა 2012 წლის ივნისის ბოლოს მარნეულში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ მედიის, არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და გენდერის ექსპერტები.

ღონისძიება იმართება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო"-ს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

###

IFES არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია - ლიდერი არჩევნებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის სფეროში. 1987 წელს მისი დაარსებიდან, IFES მუშაობს 135-ზე მეტ, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ
http://www.ifes.org/

 

წაკითხულია: 2796