ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართველ მოსწავლეთა გუნდი, რომელმაც ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ოლიმპიადაში (IYPT) ბრინჯაოს მედალი აიღო, საქართველოში ხვალ ბრუნდება
28/07/2009

მედია ანონსი

28 ივლისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის


ქართველ მოსწავლეთა გუნდი, რომელმაც ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ოლიმპიადაში (
IYPT) ბრინჯაოს მედალი აიღო, საქართველოში ხვალ ბრუნდება

ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც წელს ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გაიმართა, საქართველოს მოსწავლეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

ოთხშაბათს, 29 ივლისს, 16:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ბრინჯაოს მედლის მფლობელებს საზეიმოდ შეეგებებიან.

ოლიმპიადაზე #42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვასახელეს, გუნდი, რომელიც 5 წევრისაგან შედგებოდა, საქართველოს სკოლებს შორის ჩატარებული ოლიმპიადის საფუძველზე შეირჩა.

ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ გუნდები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის: კორეა, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, რუსეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და მრავალი სხვა. ოლიმპიადის 5 რაუნდის შემდეგ საქართველომ III ადგილი კორეასა (I)  და ავსტრიის (II) შემდეგ დაიკავა.

ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანი როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მოტივაციაა, ამ მიზნის მისაღწევად, გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად ტარდება ტურნირი მოსწავლე ფიზიკოსთა გუნდებს შორის, ფიზიკის სპეციალისტები კვლევის საფუძველზე ადგენენ მომავალი წლის ტურნირის პრობლემებსა და პრიორიტეტებს, მყარდება კავშირები სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის.

ვულოცავთ #42 სკოლასა და მთელს საქართველოს ნორჩ ქართველ ფიზიკოსთა წარმატებას!

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
”ფაბლისითი ჯგუფი”
ტელ: +995 32 508 444
მობ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge

წაკითხულია: 5916