მედია ანონსი
18 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მარკეტინგის და დასაქმების ცენტრის მენეჯერი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
მობ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: takojibuti@gau.ge
ვებ გევრდი: http://www.gau.ge/ /
www.facebook.com/GeorgianAmericanUniversity
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პერსკონფერენციას გამართავს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 მარტი, 2011 წელი - 19 მარტს, შაბათს, 11:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ახალი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის (ფაკულტეტის) გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს (მისამართი: ჭავჭავაძის მე-2 ჩიხი, 5, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
პრესკონფერენციის მიზანია წარმოჩენილ იქნას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სპეციალისტების საჭიროება თანამედროვე სახელმწიფო პრიოროტეტებიდან და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე. საუბარი იქნება დასაქმების სფეროებსა და პერსპექტივებზე აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულთათვის.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან:
GAU-ს დამფუძნებელი, ბიზნესის სკოლის დეკანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურატორი - პროფ. თეიმურაზ ტორონჯაძე;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი - პროფ. მიხეილ ჩხენკელი.
GAU-ს დამფუძნებელი, სამართის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე;
###