მედია ანონსი
11 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მარკეტინგის და დასაქმების ცენტრის მენეჯერი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
მობ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: takojibuti@gau.ge
ვებ გევრდი: http://www.gau.ge/ /
www.facebook.com/GeorgianAmericanUniversity
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ჩაატარებს სპეციალურ სემინარს განათლების კვირეულის ფარგლებში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 მარტი, 2011 წელი - 12 მარტს, შაბათს, 15:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) განათლების კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს ღია კარის დღეს (მისამართი: გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია", მე-11 პავილიონი, საპრეზენტაციო ოთახი #2).
სემინარის მიზანია წარმოჩენილ იქნას GAU-ს სამი ფაკულტეტის - ბიზნესის სკოლის, სამართლის სკოლისა და ახალი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის მიმართულებებისა და სწავლების სისტემის უპირატესობები დასაქმების პერსპექტივებთან და თანამედროვე სახელმწიფო პრიორიტეტებთან მიმართებაში (იხ. დღის წესრიგი, გვ. 2).
ღია კარის დღეს გაუძღვებიან:
GAU-ს დამფუძნებელი, ბიზნესის სკოლის დეკანი -- პროფ. თეიმურაზ ტორონჯაძე;
GAU-ს დამფუძნებელი, სამართის სკოლის დეკანი -- პროფ. ზაზა რუხაძე;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი - პროფ. მიხეილ ჩხენკელი.
სემინარზე დამსწრე აუდიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინფორმაციო მასალებით GAU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების შესახებ.
ღია კარის დღის შემდეგ GAU სემინარის ყველა მსმენელს ეპატიჟება GAU-ს საგამოფენო-საინფორმაციო სტენდთან (#11.24), სადაც GAU-ბენდი, რომელიც გაუს სტუდენტებისგან არის დაკომპლექტებული, ცოცხალი მუსიკის წარმოდგენას გამართავს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაესაუბრონ GAU-ს პრეზიდენტს, კანცლერს, დეკანებს, სტუდენტებს, სასწავლო პროცესის აკადემიურ მენეჯერებსა და სხვა წარმომადგენლებს შეკითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.
###
იხილეთ დღის წესრიგი