ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქართული ღვინო ევროპულ ბიოგამოფენაზე
10/02/2009

 
ანონსი მედიისთვის

10 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ქართული ღვინო ევროპულ ბიოგამოფენაზე

2009 წლის 19 თებერვალი - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ბიოგამოფენაზე - “ბიოფახი”. გამოფენა გაიხსნება 19 თებერვალს (დაიხურება 22 თებერვალს). “ელკანა” გამოფენაზე წარადგენს მისი წევრი ფერმერების ბიოპროდუქციას, კერძოდ, ორი სახის ღვინოს: “საფერავს”, რომელიც პირველი სერტიფიცირებული ღვინოა საქართველოში, და “საფერავს განსაკუთრებულს”, რომელიც ამჟამად სერტიფიცირების პროცესშია.

“ელკანა” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობის განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით. ორგანიზაციაში დღეისათვის 450 პირია გაწევრიანებული. “ელკანას” წევრ ფერმერთა პროდუქციის სერტიფიცირებას ახორციელებს ადგილობრივი სერტიფიცირების ორგანო “CAUCASCERT”-ი, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს მიერ; რეგისტრაციის ნომერია DAP-ZE-4226.02.

”ბიოფახი” ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბიოგამოფენაა მსოფლიოში და უკვე მეოცე წელია გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში იმართება. წელს ამ გამოფენაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2,900-ზე მეტი მწარმოებელი და 50,000-მდე დამთვალიერებელს ელოდებიან. ამ გამოფენის მეშვეობით მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას ფართო მომხმარებელს გააცნობენ და კონტაქტებსაც დაამყარებენ ევროპელ იმპორტიორებსა და ინვესტორებთან. “ელკანას” სტენდი განთავსებული იქნება ღვინის დარბაზში - დარბაზი 4-A, სტენდი № 200.

###

საკონტაქტო პირი:
თამაზ დუნდუა
პროგრამის მენეჯერი
ტელ: 53 64 84/85
მობილური: 895 72 1970
ელ-ფოსტა: manager@elkana.org.ge, biofarm@elkana.org.ge 
ვებ-გვერდ: www.elkana.org.ge

წაკითხულია: 8487