პრესრელიზი
20 ივნისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 20 11 20
ანუნა ბუკია
ქარხანა #1 ის გახსნის ცერემონიალი
21 ივნისს, 18 საათზე, გაიმართება ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ადგილის ქარხანა #1 -ის გახსნის გრანდიოზული ცერემონიალი.
21 ივნისს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნება 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაკვეთით, არქიტექტორ ოზეროვის მიერ აშენებული ღვინის ქარხანა #1 და მისი ბაღი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული საგანძურის სამგანზომილებიანი ფოტოგამოფენა და „სამოსელი პირველის" კოსტიუმების ჩვენება. გაიმართება ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციის გამოფენა, მოეწყობა ღვინის და ქართული ყველის დეგუსტაცია.
მოეწყობა თანამედროვე ქართული კერამიკის ნიმუშების, ორიგინალური ღვინის ჭურჭლის გამოფენა.
ცერემონიის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ ქარხანა #1 რესტავრირებული შენობანაგებობები და ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული ქარხნის ვინოთეკაში , დღეს 40 000 ბოთლი საკოლექციო ღვინო ინახება...
კომპანიის მიზანია, ამ ტერიტორიის სრული ინტეგრირება ქალაქთან. სივრცე ღიაა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. დაგეგმილი გამოფენების და სხვადასხვა, თემატური ფესტივალების ჩატარება.