მედია ანონსი
28 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას" კომუნიკაციის მენეჯერი
599 512215
etuna@cida.ge
ქეა საქართველოსა და სომხეთში განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებს შეაჯამებს
ტრანსასაზღვრო პროექტი ,,ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და მმართველობა სამხრეთ კავკასიაში" დასრულდა
29 ოქტომბერს, ქეა საერთაშორისო კავკასიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" მხარდაჭერით, 2011-2014 წლებში განხორციელებული საქმიანობებისა და აქტივობების შასახებ გამართავს კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია ქეას პროექტების შედეგების შეჯამება, რომლებიც საქართველოსა და სომხეთში განხორციელდა. მოეწყობა პროექტის "ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განივთრებისა და მმართველობისათვის- JOIN" შედეგების განხილვა და პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. JOIN სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოსახლეობას სიღარიბის დაძლევაში. პროექტი მოიცავს თორმეტ მუნიციპალიტეტს საქართველოში - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში და სომხეთში - ლორის, ტავუშისა და შირაქის მარზებში.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შედეგები:
• შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების მხარდაჭერის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
• საინფორმაციო ცენტრები აღიჭურვა საოფისე ტექნიკითა და ავეჯით.
• შემუშავდა ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის მუნიციპალური განვითარების გეგმები
• ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში გაიცა აგრო ბიზნესის მხარდამჭერი გრანტები.
კონფერენციის პირველი ნაწილი შეეხება მუნიციპალურ და რეგიონულ დონეებზე განვითარების დაგეგმარების პრაქტიკას, ხოლო მეორე ნაწილი მიეძღვნება კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას განვითარების დაგეგმარების პროცესში. ასევე გაანალიზებული იქნება ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
ღონისძიებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. სომხური მხრიდან მოწვეულია სოფლის მეურნეობისა და ტერიტორიული ადმინისტრირების სამინისტროს წარმომადგენლობა.
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, 10:00-დან 17:30-მდე.