მედია ანონსი
30 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამარ ბოდოკია
+ 995 32 144 972
+ 995 32 934119
+ 995 77 141541
t.bodokia@hespa.ge
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო დღე
საქართველოს კომიტეტი
[publicity.ge] 30 ივლისი, 2010 - 2010 წლის 1 აგვისტოს მთელ მსოფლიოში აღინიშნება კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციის ძალაში შესვლის დღე. კასეტური იარაღის დაგმობის მიზნით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
ყველა ქვეყანაში ჩატარებული ღონისძიებების მთავარი კომპონენტია მუსიკალური (DRUMMING) აქცია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული კლიპები გაერთიანდება და დამზადდება საერთო კლიპი, რომელიც იტრიალებს სხვადასხვა ქვეყნების ტელეკომპანიების არხებზე, ინტერნეტგვერდებზე და სოციალურ ქსელებში.
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი გორში მუსიკალურ აქციასთან ერთად აწყობს ფოტოგამოფენას -"XXI საუკუნის ჟურნალისტები ომში", რომელიც ეძღვნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტების გიგა ჩიხლაძის, საშა კლიმჩუკის და სტან სტორიმანსის ხსოვნას.
გამოფენა გაიხსნება 1 აგვისტოს, 17 საათზე (მისამართი - გორი. მშვიდობის ქ. 12-ა, დავით ჩუბინაშვილის სახ. კულტურისა და ტურიზმის ცენტრი).
სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილია საიტი www.forpeace.ge .
საიტზე ატვირთული ფოტოებიდან საუკეთესოები გამოიფინება, ხოლო ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. ჩვენი მიზანია, გამოფენა გახდეს ყოველწლიური და საერთაშორისო მნიშვნელობის.