ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქუთაისი ქართველი და ამერიკელი მოზარდების საკალათბურთო ტურნირს მასპინძლობს
23/06/2015
ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
23 ივნისი, 2015

ქუთაისი ქართველი და ამერიკელი მოზარდების საკალათბურთო ტურნირს მასპინძლობს

25 ივნისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება ქართველი და ამერიკელი სკოლის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული საკალათბურთო გუნდების პირველი ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო". ამ ტურნირისთვის, სპეციალურად ნიუ ორიკის შტატის ორი ქალაქიდან, ალბანი და ბაფალო ჩამოდის გოგონათა და ვაჟთა სკოლის საკალათბურთო გუნდები.

ტურნირში მონაწილე ქართული საკალათბურთო გუნდები 2015 წელს ჩამოყალიბდა. ისინი დაკომპლექტებულია ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით, რომლებსაც ავარჯიშებენ და მეურვეობენ სკოლის მანდატურები, ხოლო მათთან პერიოდულად სტუმრობს სამართალდამცავი და გუნდის წევრ მოზარდებთან საუბრობს ცხვორების ჯანსაღი წესის, საზოგადოებრივი წესრიგის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, მათთან ერთად გეგმავს სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებს.

საკალათბურთო ტურნირი ხორციელდება პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი- საქართველო" ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს,ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ქალაქ თბილისის მერიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის მხარდაჭერით. ტურნირს დაესწრებიან ქართული კალათბურთის ცნობილი სახეები და საპატიო სტუმრები.

მსგავსი ტიპის საკალათბურთო ინიციატივები საკმაოდ პოპულარულია აშშ-ში. სწორედ პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო"-ს ფარგლებში ხდება აშშ-ს გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ დონეზე. მსგავსი სპორტული პროგრამების განვითარება საქართველოში ხელს შეუწყოს ისეთი ახალგაზრდული სათემო სპოტული პროექტების განვითარებას, სადაც მწვრთნელებად და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებად ჩაერთვებიან სკოლის მანდატურები და პოლიციის ოფიცრები, რომლებიც პირადი მაგალითის საფუძველზე ხელს შეუწყობენ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას. ამ კონტექსტში კალათბურთი განიხილება, როგორც სპორტულ-რეკრეაციული ტიპის სკოლისშემდგომი არაფორმალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები ჩართულნი არიან ახალგაზრდულ ღონისძიებებში და გამოიმუშავებენ დისციპლინის, ლიდერობის და ჯგუფური მუშობის უნარებს. სპორტი ამ დროს განიხილება, როგორც მოსწავლეთა ხელთ არსებული თავისუფალი დროის პოზიტიური მართვის საშუალება. 
ტურნირის დაწყება:25 ივნისი, 11:00 საათი
ადგილდებარეობა: ქუთაისის სპორტის აასახლე, ახალგაზრდობის გამზირი #96/ა, ქ. ქუთაისი

საკონტაქტო პირი: ნანა იოსელიანი-მეისნერი
მობ: 598 432103 / ელფოსტა: nana.ioseliani@ph-int.org

 


წაკითხულია: 5664