ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქუთაისში სახელმწიფოს ხარჯზე გაწეული იურიდიული დახმარების შედეგებს შეაჯამებენ
15/07/2014
 
 
 
მედია ანონსი 
 
16 ივლისი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 
ქუთაისში სახელმწიფოს ხარჯზე გაწეული იურიდიული დახმარების შედეგებს შეაჯამებენ
 
16 ივლისს, 15:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო 2014 წლის საქმიანობის პრეზენტაციას გამართავს. პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში სახელმწიფოს ხარჯზე გაწეული იურიდიული დახმარების შედეგებს გაეცნობიან.
 
ბიუროს უფროსი, გელა სიორდია, ისაუბრებს სისხლის სამათლის საქმეებზე განხორციელებული საადვოკატო მომსახურების, ასევე გაწეული იურიდიული კონსულტაციების შესახებ. წარმოდგენილი იქნება საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
 
იურიდიული დახმარების სამსახურის სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც 2007 წლიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო სამართლებრივ მომსახურებას უწევს. ქუთაისის გარდა, სამსახურის ოფისები კიდევ 16 ქალაქში ფუნქციონირებს.
 
###
 
მისამართი: ქუთაისი, სადგურის მოედანი №3, მე-4 სართული (იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა)
 
საკონტაქტო პირი: გელა სიორდია,
იურიდიული დახმარების სამსახურის
ქუთაისის ბიუროს უფროსი,
595 901 700; 599 61 31 79
gsiordia@legalaid.ge 

წაკითხულია: 2372