ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქუჩის ფესტივალი “არტ აქტივი” 2013
14/06/2013

მედია ანონსი

14 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ინტერნიუსი-საქართველო"
თამარა ბოკუჩავა;
+995 32 292 33 95/96/97;
577 454313;
ელ-ფოსტა:
tamarabok@gmail.com

ქუჩის ფესტივალი "არტ აქტივი" 2013
(ევროპის კულტურული ფაბრიკა)

16 ივნისს, 11:00 საათზე, ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლის ეზოში „ინტერნიუსი-საქართველო", ევროკავშირის პატრონაჟით, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად გამართავს

ქუჩის ფესტივალს "არტ აქტივი" 2013.

ღონისძიება ორგანიზებულია 5 მადრიდელ ხელოვანთან ერთად, "Boamistura" http://www.boamistura.com. იდეა გამოიხატება იმაში, რომ ესპანელმა ხელოვანებმა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებთან, აგრეთვე თბილისის 203-ე სკოლის სმენა და მეტყველება შეზღუდულ ბავშვებთან ერთად მოხატონ ზუგდიდის № 1 საჯარო სკოლის კედელი.

ესპანელ ხელოვანებს უცხო ქვეყნებში ახალგაზრდობასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში: კედლის მხატვრობის გაკეთებას, ამბების თხრობას და ისეთ კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ფლეშ მობი, თიხით მუშაობა, სადაც მათ ექნებათ თავისუფალი არჩევანი ფერსა და ფორმებში, სპორტული შეჯიბრებები, სახალისო კონკურსები და სხვა სიურპრიზები.

"ბოა მისტურა" ჩამოყალიბდა მადრიდში, ესპანეთში 2001 წელს. ტერმინი "ბოა მისტურა" პორტუგალიურად კარგ მიქსტურას ნიშნავს, რაც მათი წევრების ხედვის მრავალფეროვნებას გულისხმობს. ერთად მუშაობისას კი ქმნის, განსაკუთრებულსა და სრულყოფილ ნაზავს. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, გერმანიაში, ნორვეგიაში და ბრაზილიაში.

ქუჩის ფესტივალი „არტ აქტივი" არის ამ სახის ქუჩის პირველი ფესტივალი, რომელიც ჩატარდება საქართველოს რეგიონებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. ღონისძიებები გამიზნულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებს 10-30 წლის ასაკის ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ორგანიზებულია ინტერნიუს-საქართველოს მიერ მოწვეულ ხელოვან კურატორებთან, ნინი ფალავანდიშვილთან (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში) ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მხატვრულ სახეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: "ინტერნიუსი-საქართველო"
თამარა ბოკუჩავა; +995 32 292 33 95/96/97; 577 454313; ელ-ფოსტა: tamarabok@gmail.com

წაკითხულია: 2243