ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ღონისძიება მიხეილ თუმანისვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში
18/10/2011

მედია ანონსი

18 ოქოტომბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა თეატრის
პრესს სამსახური
+995 591 615223 მაია ოდიშაირია
+995 77 78 91 78 ნინი სანადირაძე

ღონისძიება მიხეილ თუმანისვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 

19 ოქტომბერს, 19 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს  „სამოქალაქო აქტიურობის  ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამართება ღონისძიება. საღამო გაიმართება ორ ნაწილად: ნაწილი I - ქველმოქმედება

გამოფენა - აუქციონი

აუქციონზე გამოტანილი იქნება პროგრამაში მონაწილე მოხალისე ბავშვების  ერთობლივად დამზადებული ხელთნაკეთი ნივთები (თოჯინები,ნაქარგობის ნიმუშები). აუქციონზე გაყიდული ნივთების შედეგად შემოსული თანხა გადაეცემათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს, რომლებიც დაესწრებიან საღამოს.

ნაწილი II - პერფომანსი

თბილისის №60 საჯარო სკოლისა და თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის აღსაზრდელთა თანამშრომლობის და ინტეგრაციის გზით მომზადებული პერფომანსი  „რასიმონის კარიბჭე" რიონოსკე აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - მამუკა ტყემალაძე, ასისტენტი - თემურ კუნჭულია, სასცენო მოძრაობა - ეკა ბერიაშვილი, მისიკალური გაფორმება - ვერიკო ჩაჩუა, ფოტოები - ბექა ჯავახიშვილი. მონაწილეობენ: ნინო ტერტერშვილი, გიორგი გიგუაშვილი, მამუკა ბოჭორიშვილი, თორნიკე ბალხამიშვილი, თემური მახნიაშვილი, მარი ნოზაძე, მეგი მიშველიძე, მერი ბეგაშვილი, თამუნა ქიტუაშვილი, თათია მიქაშვილი, ანი ფარცხალაძე, ივანო წიქორიძე, ბექა ციხისელი.

საღამოს ორგანიზატორები:

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა თეატრი

თბილისის 60 საჯარო სკოლა (დირექტორი - თეა გოგნაძე)

თბილისის 203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა (დირექტორი - ნინო კვარაცხელია)

რეჟისორი - მამუკა ტყემალაძე

 


წაკითხულია: 2647