მ ე დ ი ა ა ნ ო ნ ს ი
12 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
„ადამიანის უფლებათა სახლი"
მელიტონ ქანთარიას 11ა
თბილისი, საქართველო
ტელ: (+ 995 32) 214 80 94
http://www.humanrightshouse.org/
ყოფილი პოლიტპატიმრების და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირებისთვის, ადამიანის უფლებათა სახლში ღია კარის დღე გაიმართება
დღეს, 12 მარტს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სახლი", ყოფილი პოლიტპატიმრების და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირებისთვის, ღია კარის დღე გამართავს.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები ისაუბრებენ სამოქალაქო უფლებების შესახებ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სამედიცინო დაწესებულების მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სახლის" ოფისში. შეხვედრა გაიმართება მისამართზე: მელიტონ ქანთარიას 11ა (გაგარინის მოედანთან)
ღია კარის დღე ტარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, "უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში, "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის", რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.