მედია ანონსი
21 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
რატი იონათამაშვილი
(995 599) 50 70 71
rati@disability.ge
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საერთო კრება
დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი" (თელავის ქ. 9), დარბ. „სალხინო" - გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საერთო კრება. კრებას დაესწრება 70 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმოამდგენელი.
კრებაზე განიხილება: პრემიერ-მინისტრთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლების არჩევის წესი.
შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭო თავისი არსით არის პრემიერ მინისტრის მრჩეველი სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით სახელმწიფოში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას,მისეფექტურად განხორციელებასა და კოორდინაციას.
საბჭოს მიზანია - მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკის შემუშავებასა და პროგრამების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა თანაბარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
წევრობა: პრემიერ-მინისტრი იწვევს და ნიშნავს წევრებს საბჭოში, როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან, ისე შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სხდომებზე იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს.