მედია ანონსი
22 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძეპიარ მენეჯერი
+ (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/
შეუცვალე ტექნიკას ფერი საკუთარი განწყობის მიხედვით!
"ელიტ ელექტრონიქსი" ინოვაციური სამზარეულოს პრეზენტაციას აწყობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 ივნისი, 2011 წელი - 22 ივნისს, "ელიტ ელექტრონიქს"-ი GORENJE-ს ინოვაციური სამზარეულოს პრეზენტაცას გამართავს. რომლის შემქმნელიც მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი კარიმ რაშიდია.
- "სამზარეულო ტექნიკის უნიკალურობა იმაშია, რომ გამარტივებულ ფუნქციებთან ერთად საშუალება გვაქვს ტექნიკას საკუთარი განწყობის მიხედვით შევუცვალოთ ფერი. Gorenje კარიმ რაშიდის დიზაინით ეს არის სპეციალური, უნიკალური, განსაკუთრებული კოლექცია, რომელიც გათვლილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს საუკეთესო დიზაინს და სილამაზეს." - აცხადებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი.
პრეზენტაცია 20:00 საათზე TBILISI EVENT HALL-ში გაიმართება.