მარიამ რევიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი შეფია კოშერ სამზარეულოში, რომელიც უკვე 5 წელია წარმატების გზას არ ღალატობს.
მარიამი დაიბადა საქართველოში, სწორედ იქ, სადაც კულინარიისადმი სიყვარული ბავშვობიდან გაუღვივდა. ამ სიყვარულმა მიიყვანა ის ახალ აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და პროფესიონალი შეფის კარიერა დაიწყო.
ბოლო 5 წლის განმავლობაში მარიამმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ებრაულ კულინარიაში. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ პროფესიონალად კოშერ სამზარეულოში. მისი უნარები და ცოდნა ამ სფეროში განსაკუთრებულად ფასდება,
რადგან მას დეტალურად ესმის კოშერის~ ყველა წესი და სტანდარტი.
მარიამს განსაკუთრებულად კარგად ესმის და ფლობს მედიტარიანულ სამზარეულოს, სწორედ კოშერის ჭრილში. მისი კერძები გამოირჩევა სისუფთავით, დახვეწილი გემოვნებითა და მაღალი სტანდარტებით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის კულინარიული სფეროსთვის.
"კულინარია ჩემთვის თავისუფლების ფორმაა. კერძით შეგიძლია ადამიანებს ემოცია და მოგონებები აჩუქო," - ამბობს მარიამი.
მისი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ გემრიელი კერძების შექმნა, არამედ კულტურისა და ტრადიციების გადაცემა თეფშზე, რაც დღეს მას კოშერ სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად აქცევს.