მედია ანონსი
5 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
შეხვედრა ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით
5 ივლისს, 11:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრებიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის, ასევე თბილისის ურბანული განვითარების ზოგადი ტენდენციებისა და ამ კუთხით არსებული პრობლემების განხილვა.
შეგახსენებთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სამინისტრო მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ინვესტორს, თბილისის მერიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული მხარეებს შორის.