23/05/2010
23 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
მედია ანონსი
შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
24 მაისს, 13 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში არსამთავრობო ორგანიზაცია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენრტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებთან.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია, გოგი თოფაძე.
ღონისძიება ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტ - "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.
შეხვედრაზე განხილული იქნება კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამები. მერობის კანდიდატები უპასუხებენ სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს.
პროექტის მხარდამჭერია "ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო"
###
საკონტაქტო პირი
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენრტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თამარ ხიჯაკაძე
+(995) 97 178 111
tamoxijaka@parliament.ge