ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან
07/12/2012

მედია ანონსი

6 დეკემბერი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი:
ცირა ნადარეიშვილი
595 114544


შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ბანკი „რესპუბლიკისა" და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის პარტნიორობითა და ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან და სხვა მოწვეულ კომპანიებთან.

შეხვედრის მიზანია საბანკო პროდუქტები და მომსახურება მაქსიმალურად კლიენტზე მორგებული გახდეს და მცირე და საშუალო ბიზნესი გაეცნოს ბანკი „რესპუბლიკის" სამოქმედო გეგმას აღნიშნულთან დაკავშირებით.

შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, კომპანიებს მიეცემათ საშუალება დააფიქსირონ თავიანთი აზრი საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრა გაიმართება 10 და 11 დეკემბერს 19.00 საათზე ბანკი „რესპუბლიკის" სათავო ოფისში (გრ.აბაშიძის 2).

წაკითხულია: 2112