ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შეხვედრა ჟურნალისტებთან
20/02/2013

მედია ანონსი

20 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა ნადარეიშვილი
595 114544
http://www.gsmea.ge/

კახა კოხრეიძის დაგეგმილი შეხვედრა ჟურნალისტებთან

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე, რომელიც ამავე დროს არის ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს წევრი, გამართავს შეხვედრას ჟურნალისტებისთვის მისი დავების საბჭოში ჩართულობის შესახებ, გამოვლენილი პრაქტიკის, ყველაზე ხშირად წარმოქმნილი პრობლემებისა  და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე. ასევე, გაკეთდება კომენტარი  საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მოთხოვნილი  ამნისტიის საკითხზე.

შეხვედრა ჟურნალისტებთან გაიმართება 21 თებერვალს, 12 საათზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში (დ. გამრეკელის 19, მე-3 სართული, ოთახი 311)

წაკითხულია: 2280