6 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო დემეტრაშვილი
პროექტის მენეჯერი
555 33 62 99
n.demetrashvili@cida.ge
www.cida.ge
შიდა ქართლში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სამუშაო ადგილების შექმნის და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა
ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივენ მ. ჰეიკინი, შიდა ქართლის გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
2013 წლის აპრილში USAID-ის პროექტმა „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას"-თან ერთად, საქართველოს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დაუცველი ოჯახებისათვის დაიწყო სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლიანი საქმიანობის პროგრამების მხარდაჭერა. NEO-ს ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს დაუცველი ჯგუფების საარსებო სახსრების გაზრდას, შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა საქმიანობით და არაფულადი გრანტების მეშვეობით. აღნიშნული მხარდაჭერა ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ბიზნეს უნარ-ჩვევების გაძლიერებას, და თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას.
2013 წლის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"-მ შიდა ქართლში, NEO-ს შერჩეულ თემებში, 142 დაუცველ ოჯახს გაუწია დახმარება, რაც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში შინამეურნეობების წარმოების მაჩვენებლის, სულ მცირე 15%-ით ზრდას.