ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები
15/12/2016
ვინ?: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “მმართველობა განვითარებისათვის” პროექტი “.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სტრუქტურების 70-ზე მეტი წარმომადგენელი.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია GEO (Georgia’s Environmental Outlook).
რა?: “წყლის რეციკლირების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინოვაციური ტექნოლოგიები” ფარგლებში გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა კონფერენცია.
სად?: სასტუმრო ამბასადორში.
როდის?: 2016 წლის 16 დეკემბერს (10:00 საათზე).
რატომ?: პროექტის ძირითადი მიზანია მდინარე არაგვის საპილოტე აუზში სამრეწველო სექტორის მიერ წყლის გამოყენების შეფასება და წყლის გამოყენების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მოძიება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდინარე არაგვის აუზში სხვადასხვა ტიპის სამრეწველო ობიექტების მიერ წყლის გამოყენების და ჩამდინარე წყლების მართვის არსებული პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, რისი გათვალისწინებითაც, უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა სარეკომენდაციო სახელმძღვანელო ჩამდინარე წყლების გაწმენდის ეფექტური მეთოდების შესახებ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ძირითადი შედეგები და მოხდება აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. ასევე, უცხოელი ექსპერტები გაგვიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას ჩამდინარე წყლების გაწმენდის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების შესახებ.

სახელმძღვანელო დაეხმარება საქართველოში არსებულ სამრეწველო ობიექტებს, გაეცნონ და საჭიროებისამებრ დანერგონ წყლის გამოყენების ხარჯთეფექტური ტექნოლოგიები, რომლებიც ერთი მხრივ იქნება რესურს-დამზოგავი და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხდება ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება და კონტაქტების გაღრმავება სამომავლო თანამშრომლობისათვის.
წაკითხულია: 5322