მედია ანონსი
14 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცი:
577990202
რეზო ბერიაშვილი
სპორტული ბრიჯის ფედერაციის პრეზიდენტი
ჩემპიონატი სპორტულ ბრიჯში
15-16 ივნისს ჭადრაკის სასახლეში (ვერეს ბაღში) ტარდება საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ბრიჯში წყვილებს შორის. დასაწყისი 15 ივნისს 16 საათზე.
სპორტული ბრიჯი, ჭადრაკთან, შაშთან და გოსთან ერთად შესულია მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების პროგრამაში. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები სპორტულ ბრიჯში მონაწილეობდა, ქ.ტალინში გამართულ, მცირე ფედერაციების ევროპის ჩემპიონატში, სადაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, და ტალინის თასის გათამაშების ტრადიციულ ტურნირში, რომელშიც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
2016 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ინტელექტუალურ თამაშებს, რომელშიც სხვა ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სპორტულ ბრიჯში.