მედია ანონსი
ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის
მარეგულირებელ კანონმდებლობაში
2015 წლის 20 სექტემბერი
ხვალ, 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს წარუდგენს.
საკანონმდებლო წინადადებების მომზადების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა.
ღონისძიება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
###
საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი, 599 799 646, mail: gkikalishvili@pdp.ge