მედია ანონსი
5 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
სოსო ბარნაბიშვილი
899 21 04 34
ძუძუს კიბოს სკრინინგის ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის სემინარი თბილისში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 ნოემბერი, 2010 წელი - 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ბეტსის საკონფერენციო დარბაზში (მის: მაყაშვილის 32-34) , ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრნინგის პროგრამის ფარგლებში, მუშაობას იწყებს სამდღიანი სემინარი თემაზე ”ძუძუს კიბოს სკრინინგის ხარისხის უზრენველყოფა და მართვა”.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ილსე ვეჯბორგი (დანიის ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამების ხელმძღვანელი) და ლონე სლაგელს პედერსენი (კოპენჰაგენის მამო-რადიოლოგიური კლინიკის მთავარი რადიოგრაფერი), რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ ტრეინინგს ჩაატარებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გურჯაანში მიმდინარე ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში მონაწილე რადიოლოგების, რადიოგრაფერების, ექიმების, ექთნებისა და მენეჯერებისათვის.
9 და 10 ნოემბერს, 10:00 საათიდან, დანიელი ექსპერტები თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსს გამართავენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მარია კაჩინსკას სახელობის ვარკეთილის ფილიალში.
საქართველოსთვის დანიის სკრინინგის პროგრამის მიღწევების გაზიარება მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებისათვის.
სემინარის ორგანიზატორია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ეროვნული სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით.
ძუძუსა და საშილოსნოს ყელის კიბოს სკრნინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, თბილსის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით.
მისამართი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მარია კაჩინსკის სახელობის ვარკეთილის ფილიალი
კალოუბნის ქ. N12
თბილისი 0119
ტელ: 27 95 22