ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
წიგნის პრეზენტაცია
13/04/2011

მედია ანონსი

13 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ინსტიტუტის დირექტორი ლალი ეზუგბაია
ტელ. 895 333 530

წიგნის პრეზენტაცია

[PUBLICITY.GE] თბილისი,  14 აპრილი , 2011 წელი - 2011 წლის 14 აპრილს, 17:00 საათზე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში  ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება  წიგნების პრეზენტაცია: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,  ახალი რედაქცია,  II ტომი ; ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, ნაკვეთი II

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულის ახალი რედაქციის I და I I ტომები.
ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული.

ლექსიკონის 1951 წელს გამოცემული I I ტომი იყო 768 გვ. , ახალი - 1680. - პირველ გამოცემაში იყო 13 696 სტატია, ახალში - 22 000-ზე მეტი. - თითქმის გაოთხმაგდა მყარი ფრაზეოლოგია. - ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით. - დაზუსტდა და შეივსო განმარტებები (მათ შორის, იდეოლოგიური ხასიათისა). - ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები. - სტატიები შეივსო და გამდიდრდა ცოცხალი საილუსტრაციო მასალით .

ინსტიტუტის ქართული ენის მეტყველების კულტურის განყოფილებაში მომზადდა ჟურ­ნა­ლის­ტის ორ­თოგ­რა­ფი­ულ-სტი­ლის­ტი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნი,  მთავარი რედაქტორი _ პროფ. თამარ ვაშაკიძე

ჟურ­ნა­ლის­ტის ორ­თოგ­რა­ფი­ულ-სტი­ლის­ტი­კუ­რი ლექ­სი­კო­ნის მომზადება შეპირობებულია პრაქტიკული მიზანდასახულობით. ლექსიკონის I ნა­კვე­თი ზეპირ მეტყველებაში დაშვებულ ორთოგრაფიულ-სტილისტიკურ შეცდომებს ეყრდნობოდა, ხოლო II ნა­კვე­თი ითვალისწინებს თა­ნა­მედ­რო­ვე პრე­სა­ში (ე.ი. წერილობით წყაროებში) დადასტურებულ და ყველაზე გავრცელებულ ენობ­რი­ვ შე­ცდო­მე­ბს.

შე­მა­დგენ­ლე­ბი შე­ე­ცად­ნენ არ გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნათ ლექ­სი­კო­ნის I ნა­კვეთ­ში შე­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა. ლექ­სი­კონს ახლავს ორი და­ნარ­თი:

  • 1. ხმოვ­ნებ­ზე ფუ­ძე­გა­თა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბის (ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლე­ბი­სა და ცნო­ბილ პირ­თა გვა­რე­ბის, აგ­რეთ­ვე, ზო­გი­ერ­თი აბ­რე­ვი­ა­ცი­ის) მარ­თლ­წე­რა;
  • 2. პუნ­ქტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბი.

მართალია, ლექსიკონი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის, მაგრამ იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის მართლწერისა და სტილისტიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

ორივე წიგნის შეძენა შესაძლებელია ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ქეგლის მე-2 ტომის ღირებულებაა 60 ლარი. ჟურნალისტის  ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონისა _ 8 ლარი.

მასმედიისა და ტელე-რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ ,,ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი". 

 

წაკითხულია: 3475