20 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
ხათუნა გოგოლაძე აჭარაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოინახულებს
20 აგვისტოს 14:00 საათზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოინახულებენ.
აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხის შესართავთან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ირეცხება წლების განმავლობაში. სამინისტროების ინიციატივით ჰიდროელექტროსადგურების მშენებელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007"-თან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, იგი დამატებით 100 ათას კუბ.მეტრ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს საკუთარი ხარჯებით ჰესის მშენებლობის ზონიდან. აღნიშნული ბუნებრივი რესურსი მოხმარდება ნაპირდაცვით სამუშაოებს.
სამინისტროების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად:
- შეჩერდება ზღვის სანაპირო ზოლი ჩარეცხვა;
- მნიშვნელოვნად დაიზოგა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;
- რაციონალურად იქნა გამოყენებული ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსებული ბუნებრივი რესურსი.
მსგავსი შეთანხმება ინვესტორთან პირველად არის მიღწეული.