18/10/2010

მედია ანონსი
18 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარკეტინგის დეპარტამენტი.
დეპარტ. უფროსის ასისტენტი:
მაგდა ვიბლიანი.
24 44 44 (1176), 26 44 44 (1176).
მობ: 891 22 9303.
info@tegetamotors.ge
www.tegetamotors.ge
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი თეგეტა მოტორსში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ოქტომბერი, 2010 - სამშაბათს, 19 ოქტომბერს 12:30 სთ-ზე, „თეგეტა მოტორსის“ სათაო ოფისში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი .
კომპანია თეგეტა მოტორსმა MCFF-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ადგილობრივ კომერციულ ბანკთან ერთად კო–ფინანსირების გზით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, მიიღო საკრედიტო რესურსი 19 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. აღნიშნული რესურსი მოხმარდება კომპანიის არსებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას უფრო ხელსაყრელი პირობებით და ახალი პროექტების დაფინანსებას, მათ შორის: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე–12 კმ–ზე მდებარე სერვის ცენტრის გაფართოებას და ქ. ფოთში ახალი თანამედროვე სერვის ცენტრის მშენებლობას.
კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ორივე პროექტში 4,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ზემოაღნიშნულ ცენტრებში დასაქმდება 200 ადამიანამდე.
აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება თეგეტა მოტორსსა და თიბისი ბანკს შორის თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორი ბ–ნი გიორგი მშვილდაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ბ–ნი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან:
ბ–ნი გიორგი ახალკაცი – EBRD-ის ასოცირებული ბანკირი.
ბ–ნი პოლ ჰენრი ფორესტიერი – EBRD–ის რეგიონალური დირექტორი (კავკასია, მოლდოვა, ბელარუსი).
###
ინფორმაცია თეგეტა მოტორსის შესახებ:
ოპტიმალური გადაწყვეტილებების 15 წლიანი გამოცდილება.
დღეს თეგეტა მოტორსი ცნობილია ბრენდია არამარტო საქართველოში არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ბაზარზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს IშO 9001:2000, მრავალგზის ოქროს ბრენდის და სხვა ჯილდოების მფლობელია, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ბაზარზე. დაარსდა 1995 წელს და ჰოლდინგ `თეგეტა მოტორსად~ იქცა, რომელიც თავის მხრივ მრავალ კომპანიას, სავაჭრო და სერვის ცენტრებს აერთიანებს. მისი ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. თეგეტაში დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მისი სლოგანია - `დროა აირჩიო ხარისხი~ და მომხმარებელს ავტოსერვისთან დაკავშირებული მომსახურების სრულ და რაც მთავარია, ხარისხიან სერვისს სთავაზობს. სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის რეალიზაცია და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურება, ნებისმიერი მსუბუქი თუ სატვირთო ტექნიკის ავტომობილების დიაგნოსტირება და შეკეთება სპეციალური, ავტორიზებული პროგრამებით. ფასისა და პროდუქციის ხარისხის ნებისმიერი არჩევანი ყველა სოციალური სეგმენტის შესაძლებლობებს პასუხობს.
წელს კომპანიას 15 წელი უსრულდება.
მისამართი:
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ: 24 44 44, 26 44 44.