ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები გადაეცემა
22/01/2009

 ანონსი მედიისთვის

22 იანვარი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მნიშვნელოვანი ისტორიული
დოკუმენტების ფოტოასლები გადაეცემ

23 იანვარი, 16 საათი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (მის: მერაბ ალექსიძის 1/3) -  ისტორიის მეცნერებათა დოქტორები ნოდარ შენგელია და მირიან მახარაძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცემენ მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლებს, რომლებიც აქამდე სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში ინახებოდა.

აღნიშნულ არქივზე მუშაობა აქამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიისა და აღმოსავლეთის  კვლევის ცენტრში ხორციელდებოდა.  

2009 წლის 23 იანვრიდან ეს დოკუმნტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-პირების ფონდში შეინახება.

ისტორიული დოკუმენტების ჩამონათვალი:


1-3 სამი წყარო თბილისის შესახებ (1730-1732)
სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივი. შიფრი 4762
ეხება თბილისსა და გორის რაიონებს, მასში შემავალ სოფლებს და გადასახადებს

4 ჩილდირის ვილაიეთის მოკლე იჯმალ დავთარი (1590-1622)
სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივი. შიფრი 653
ეხება სამხრეთ საქართველოს კერძოდ, ტაო-კლარჯეთის მხარეს

5 ბათუმის ლივის იჯმალ დავთარი (XVI საუკუნი ბოლო მეოთხედი)
სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივი. შიფრი 1031
ეხება ბათუმისა და არხავის შემოგარენს.

###
 
საკონტაქტო პირი:
ირინა ჭოღოშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 36 40 94; 895 28 16 08
ელ-ფოსტა: info@manuscript.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge
 
წაკითხულია: 6918