04/08/2010
მედია ანონსი
4 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დოდო ჭუმბურიძე
(995 32) 92 28 39, (995 32) 99 04 43,
(995 32) 93 64 75
(995 32) 92 24 61
pr@economists.ge
www.economists.ge
ხელოვანი დევნილების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა ”ერთად ჩვენ შევძლებთ”
[Publicity.ge] თბილისი, 4 აგვისტო, 2010 - 24-25 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით პროექტის ”ერთად ჩვენ შევძლებთ” ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში – ”ქარვასლაში” გაიმართება ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას გააცნობენ. მათი უმრავლესობა ამჟამად მცხეთა-მთიანეთის, შიდაქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ცხოვრობს.
ღონისძიების მიზანია დევნილთა ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია პროექტს ”ერთად ჩვენ შევძლებთ” ახორციელებს პარტნიორებთან ერთად: ”ოქსფამ დიდი ბრიტანეთი”, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და ”ველფეარ ფაუნდეიშენი” პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები: სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიის, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.
გამოფენაზე ჩატარდება კრებულის _ ”ერთად ჩვენ შევძლებთ” პრეზენტაცია, კრებულში თავმოყრილია დევნილთა ჩანახატები და ლექსები.
შემოგვიერთდით, ”ერთად ჩვენ შევძლებთ”...