მედია ანონსი
29 აპრილი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"
მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას №76 ბ
ტელ: (+995) 32 2302253; მობ: 577 942249;
ელ.ფოსტა: Ekaladze@cync.ge
ვებ-გვერდი: www.cync.ge
ჯაზის საერთაშორისო დღე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში
30 აპრილს, 16 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით ეწყობა ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფესტივალ „ფანARTის" ჯაზის ნომინაციაში გამოვლენილი ნიჭიერი მუსიკოსი ლევან (კემო) კემულარიას კონცერტი.
კონცერტი გაიმართება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დარბაზში (ვაჟა ფშაველას 76ბ), დასწრება თავისუფალია.
საღამოს დაესწრებიან სხვადასხვა თაობის ჯაზის შემსრულებლები, ახალგაზრდა მუსიკოსები ისაუბრებენ თანამედროვე ქართული ჯაზის პრობლემების შესახებ.
ლევან კემულარია ფესტივალ „ფანARTის" ჯაზის ნომინაციაში გამოვლენილი მუსიკოსია.
2011 წლის ნოემბერში UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაზე 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.