ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
‘'ევროპის სახლში'' სოლიდარობის არტ-აქცია ‘'საკურას ყვავილობა'' გაიმართება
05/04/2011

მედია ანონსი

5 აპრილი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თამუნა კალანდარიშვილი
899 26 37 97 / 877 56 15 00
tamunakalandarishvili@yahoo.com 

‘'ევროპის სახლში'' სოლიდარობის არტ-აქცია ‘'საკურას ყვავილობა'' გაიმართება

[PUBLICITY.GE] თბილისი,  5 აპრილი , 2011 წელი - 6 აპრილს, საღამოს 19:00 საათზე, ‘'ევროპის სახლის'' საგამოფენო სივრცეში საინიციატივო ჯგუფი მართვს არტ-აქციას ‘'საკურას ყვავილობა''. (მის.: შ.დადიანის #2).

აქცია იმართება იაპონელი ხალხის მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც ‘'ევროპის სახლის'' საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების: იური მეჩითოვის, ნათელა გრიგალაშვილის, გურამ წიბახაშვილის, გოგი ცაგარელისა და ლიზა ოსეფაიშვილის მიერ, იაპონიის თემაზე შექმნილი 25 ფოტო-ექსპოზიცია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, არტ-ფოლკ ჯგუფი ‘'კიბატონო'' საათნახევრაინ კონცერტს შესთავაზებს. აქციაზე, პირველად გაჟღერდება მუსიკალური ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი კომპოზიცია - ‘'საკურა'', რომელიც იაპონიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ინსპირაციით შეიქმნა. მხატვარი  ბესა ქართლელიშვილი წარმოადგენს ინსტალაციას - ‘'ასაჰი'' - ამომავალი მზე. არტ-აქციაში მონაწილეობს ორიგამის სკოლა. წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული სამზარეულო. ამავდროულად, მხატვრები სტუმრებს, სურვილისამებრ დაახატავენ იაპონურ სიმბოლოებს, ‘'საკურას'' ყვავილობის, ან მშვიდობის აღმნიშვნელ იეროგლიფებს. მოხდება არტ-აქციის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც შემდეგ  გავრცელდება იაპონიის მოვლენებთან დაკავშირებულ სპეციალურ ვებ-გვერდებზე, როგორც სოლიდარობის გზავნილი საქართველოდან.

ინფორმაციისთვის, აქცია იმართება იაპონიაში ‘'საკურას'' ყვავილობის კვირეულის (27 მარტი - 7 აპრილი) პარალელურად. გაზაფხულის ეს დრო, იაპონელებისათვის იმდენად აქტუალურია, რომ  ამინდის პროგნოზებსაც კი იმის მიხედვით  ადგნენ, თუ რომელ ქალაქში რა დროს იყვავილებს ‘'საკურა'' - იაპონური დეკორატიული ალუბლის ხე, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის ერთგვარი სიმბოლოა.

ღონისძიებას დაესწრება სპეციალური სტუმარი, იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი - მასაიოში კამოჰარა. ასევე სხვა სტუმრები სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური თუ  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

არტ-აქციის მხარდამჭერები არიან: Europe House, Holiday Inn, Yves Delorme, ‘'ფოტო სამყარო'', „საკე სუში ბარი", Bagebi Group, ADSS Print, Fiori, Sky Express, საინფორმაციო მხადაჭერა: ‘'ინტერპრესნიუსი'', ‘'ფოკუსი", ‘'რადიოქალაქი", ‘'ჯორჯია თუდეი'', ‘'თბილისი OUT''.

წაკითხულია: 3168