ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“Savoring Georgia”-ს პრეზენტაცია
05/07/2013

მედია ანონსი

5 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე მაჭავარიანი
+ 995 32 2 341100 (ext:114)
+ 995 32 2 351100
+ 995 577 57 00 84

"Savoring Georgia"-ს პრეზენტაცია

ორშაბათს, 8 ივლისს საღამოს 7 საათზე საგამოფენო ცენტრი ექპო-ჯორჯია საქართველოს ჰარვარდის კლუბთან ერთად აწყობს "კერძთაყვანისცემის" ინგლისური ვერსიის "Savoring Georgia"-s პრეზენტაციას.

წიგნში განხილულია "ქართული გემო" და მისი ადგილი რეგიონალურ (წინააზიურ) და, საზოგადოდ, მსოფლიო კონტექსტში "სხვა გემოებთან" შედარების გზით. გაანალიზებულია "კვების მოდის" ცვალებადობა ისტორიულ ჭრილში. წიგნში ასევე მოთხრობილია საქართველოში გამოყენებული ძირითადი საკვები პროდუქტებისა და სანელებლების წარმოშობისა და გავრცელების ამბები და მრავალი სხვა საინტერესო რამ კაცობრიობის ისტორიიდან.

წიგნი ილუსტრირებულია უნიკალური არქეოლოგიური მასალის, საქართველოს ხედების, თანამედროვე ხელოვნების ფოტოებითა და უნიკალური რუკებით. ინგლისურ ვერსიას თან ახლავს ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების რეცეპტები ცალკე ბუკლეტის სახით, რომელიც გაფორმებულია ფიროსმანის ნამუშევრებით.

"ამა თუ იმ ქვეყნის კულტურისა და ისტორიის თხრობა სულ სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, მეფეების ცხოვრების ასახვით ან ომებისა და აჯანყებების ქრონიკების გაცნობით, ან არქიტექტურული ძეგლების შესწავლით და ვინ მოთვლის კიდევ როგორ. მე საქართველოს კულტურის ისტორიისათვის თვალის მიდევნება კულინარიის ისტორიაზე დაკვირვებით გადავწყვიტე" - წერს წიგნის "კერძთაყვანისცემა- კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში" ავტორი, რუსუდან გორგილაძე.

დამატებითი ინფორმაცია: რუსუდან გორგილაძე,591207179

 

წაკითხულია: 4045